ახალი ამბები

Carlsberg შესაძლოა პირველი ბრენდი იყოს, რომელიც ლუდს ქაღალდის ბოთლში ჩამოასხამს

16 ოქტომბერი, 2019 • 654
Carlsberg შესაძლოა პირველი ბრენდი იყოს, რომელიც ლუდს ქაღალდის ბოთლში ჩამოასხამს

ლუდის მწარმოებელი დანიური ბრენდი Carlsberg შესაძლოა პირველი იყოს, რომელიც ლუდს ქაღალდის ბოთლში ჩამოასხამს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, ამ საკითხზე Carlsberg 2015 წლიდან მუშაობს და პარასკევს ორი პროტოტიპი გაასაჯაროეს:

“მიუხედავად იმისა, რომ სასურველი მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, ორი პროტოტიპი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ამბიციის მიღწევაში, რომელიც გვაქვს დასახული” ,- წერია რელიზში.

რაც შეეხება გასაჯაროებულ პროტოტიპებს, ორივე მათგანი ხის ბოჭკოსგანაა დამზადებული, შიგნით კი დამცავი გარსი აქვს, რათა ლუდის შენახვა იყოს შესაძლებელი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი