ახალი ამბები

ომბუდსმენი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულის დადგომას ულოცავს

3 აპრილი, 2015 •
ომბუდსმენი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულის დადგომას ულოცავს

“3 აპრილს ებრაელი ხალხის უდიდესი დღესასწაული პასექი იწყება. პასექი ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან თავის დაღწევასა და თავისუფლების მოპოვებასთანაა დაკავშირებული. პასექის დღეებში ებრაელები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს – მაცას მიირთმევენ”,-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი