თბილისში, გლდანში, 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უწყების თქმით, დანაშაულისთვის ცხელ კვალზე ერთი სრულწლოვანი პირია დაკავებული. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.