“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპრილს  ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე  რამოდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“ და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისთვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიოსათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა  საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი  პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცები შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *