“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპრილს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამოდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“ და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისთვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიოსათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცები შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.