პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები ყველა მსურველისთვის უფასო იქნება და 3 თვეს გასტანს.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდთან ერთად ბოლნისისა და დმანისის რაიონებს ესტუმრნენ, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზიდენტის მრჩევლებმა მოინახულეს სასწავლო დაწესებულებები და პროექტის გახსნა მიულოცეს ადგილობრივ მოსახლეობას და საგანგებოდ გამოცემული სახელმძღვანელოები გადასცეს”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული ენის შემსწავლელ კურსებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვებიან. პროექტი საპილოტეა და სამომავლოდ შესაძლოა კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რაიონებიც მოიცვას.