10:00 -, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში (მე-3 პავილიონი) გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა. თემა: სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით მიმდინარე აქტუალური საკითხები. „სამოქალაქო დარბაზის“ სხდომას გახსნის სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე.
10:30–თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სევდია უგრეხელიზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემებია: ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში, რომელის საკრებულოში განსახილველად დღეს შევიდა; თბილისში სავაჭრო ჯიხურების დაბრუნება; გიგი უგულავას საქმე სტრასბურგში და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00- თბილისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორია თბილისის მთავრობის ქამრებშემოჭერილი ბიუჯეტი; თბილისში სავაჭრო ჯიხურების დაბრუნება; „რესპუბლიკელების“ ადგილი კოალიციის შემადგენლობაში და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11.00 – თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით შესრულებულ ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ თორდინავა დაათვალიერებენ. მის: 84-ე საბავშვო ბაგა-ბაღი, ნაძალადევი, ლიახვის ქუჩა #8 საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 5 77 17 30 04
11:30 – უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე მართლმსაჯულების სისტემაში ნეპოტიზმის რისკებსა და კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
12:00თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის,ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, განათლებისა და კულტურის,იურიდიულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა.
13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამტავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის”, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სააკაშვილის მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობის გეგმები, გაერთიანება ორგანიზაცია “მიშას გზა”–თან
14:00 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სახალხო დამცველი ორი სპეციალური ანგარიშის „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა“ და „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაციას გამართავს.
19.00 – მწერალთა სახლი გიწვევთ ფრანგი ფოტოგრაფის ემანუილ რიუფოლის გამოფენის გახსნაზე. მაჩაბლის 13, თბილისი, 0105 ტელ: +99532 297 41 01 02; +995 599 48 62 41