საერთაშორისო ექვსეულისა და ირანის ჩარჩო-შეთანხმების [რომელიც ითვალისწინებს, რომ თეირანმა ბირთვული პროგრამა ატომური იარაღის შესაქმნელად არ გამოიყენოს] სანაცვლოდ, ევროკავშირი ირანს დაწესებულ საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებს თანდათანობით მოუხსნის. იმ შემთხვევაში, თუ ირანი ვალდებულებას დაარღვევს, სანქციები ძალაში დარჩება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანთან საბოლოო შეთანხმების მიღების საფუძველს ქმნის.
მოლაპარაკებთა ბოლო ეტაპი, რომელიც 26 მარტს დაიწყო, რვა დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოო შეთანხმებას ხელი 30 ივნისს უნდა მოეწეროს.
ირანთან ბირთვული პროგრამის შემცირების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებებს აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმიანია, რუსეთი და ჩინეთი აწარმოებდნენ. ექვსეული იმედოვნებს, რომ შეთანხმების შემდეგ საერთაშორისო კრიზისი, რომელიც 12 წელია გრძლედება, დასრულდება.