პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობითვე, პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პირი 27 ივლისს დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს.
პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით მსჯავრდებული 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.
სასამართლომ ბრალდებულ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ივლისში შეუფარდა, დღეს, 15 ოქტომბერს კი 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.