ახალი ამბები

პრეზიდენტი და პატრიარქი საქველმოქმედო კონცერტზე

2 აპრილი, 2015 •
პრეზიდენტი და პატრიარქი საქველმოქმედო კონცერტზე

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში და გამოვთქვა რწმენა, რომ ეს თემა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს საზოგადოებაში და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ძალიან კეთილი საქმის განხორციელებაში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კონცერტი „განსაკუთრებული ბავშვების“ დასახმარებლად მათი მშობლების მიერ იყო ორგანიზებული, რომელზეც პატრიარქის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა.

 

აუტიზმის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ყოველწლიურად 2 აპრილს აღნიშნავს და ქვეყნის სიმბოლოები ღია ლურჯ ფერშია განათებული. საქართველოც შეუერთდა ამ აქციას და კონცერტის დროს ფილარმონიის გარე ფასადი ლურჯად განათდა.


გიორგი მარგველაშვილი; ილია მეორე; ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გიორგი მარგველაშვილი; ილია მეორე; ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია


მასალების გადაბეჭდვის წესი