“პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დმეოკრატების“ საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიოდ თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფიკოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისათვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას”, წერია “თავისუფალი დემოკრატების” განცხდებაში.