ახალი ამბები

ხაშურის საავადმყოფოში მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა

15 ოქტომბერი, 2019 •
ხაშურის საავადმყოფოში მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა

ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად გარდაიცვალა.

ქალის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ პაციენტს საავადმყოფოში შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს და მიუხედავად აუცილებლობისა, საკეისრო კვეთა არ ჩაუტარეს, რის გამოც ქალის გულმა დატვირთვას ვერ გაუძლო. მათი თქმით, ექიმებმა ვერც ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

რაც შეეხება საავადმყოფოს პოზიციას, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა.

“კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა უკევ დაიწყო განხილვა და ამ ეტაპზე იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გადაცდომა. ჩვენ განვახორიცელებთ შესაბამის ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნები ჯერ არ არსებობს, პერსონალს დროებით შევუჩერებთ სამედიცინო საქმიანობას“, – ამბობს “ახალი კლინიკის“ დირექტორი კახა ხელაძე.

მისივე თქმით, ასეთი რთული პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო დაწესებულებაში გაგზავნას. მისი თქმით,  ქალის მიღებისას პერსონალმა იჩქარა რისკების შეფასების დროს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ შესწავლის დაწყების ნებართვისთვის უწყებამ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა. შსს-ში ამბობენ, რომ კონკრეტულ ფაქტზე მომართვა ჯერჯერობით არ ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი