ახალი ამბები

ბოკერია მთავრობას გეოპოლიტიკური ვითარების არასახარბიელო ცვლილებაზე აფრთხილებს

15 ოქტომბერი, 2019 • 640
ბოკერია მთავრობას გეოპოლიტიკური ვითარების არასახარბიელო ცვლილებაზე აფრთხილებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას არასახარბიელო გეოპოლიტიკური ვითარების საქართველოს ეკონომიკაზე ასახვის შესახებ აფრთხილებს და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“არ ვიცი, ვინმე თქვენგანი ადევნებს თუ არა თვალ-ყურს ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება ამ მომენტში ჩვენთვის არასახარბიელოდ იცვლება ჩვენს მეზობლად და ჩვენს სტრატეგიულ პარნტიორებს შორის, რაც შესაძლოა აისახოს, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად. ამიტომ ვსარგებლობ ამ შემთხვევით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ მოვლენ, მაშინაც ვისარგებლებ, მერე რომ არ იყოს ლაპარაკი, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, მსოფლიოში ათასი რამე ხდებაო… ახლავე მოგიწოდებთ, რომ ეს ამბავი იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატის შეფასებით, ეკონომიკაში ვითარება ისედაც უმძიმესია და საჭიროა, მთავრობამ დროულად გადადგას ნაბიჯები.

“თქვენც კი აღიარეთ, რომ მაგალითად, ის მავნებლური და ბრიყვული საბანკო რეგულაციები, რომელიც შემოიღეთ, ურტყამს ყველას და ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხვდით, რომ სისულელე ქენით. ახლა რამდენი წელი უნდა დაგჭირდეთ (ერთი წელი დაგრჩათ სულ ხელისუფლებაში), რომ ეს დროზე შეცვალოთ?! იგივე შეეხება საპენსიო რეფორმას, რომელიც რეალურად იყო გადასახადის ზრდა და უმუშავრობის წახალისება. დაბოლოს, გადასახადები. შემოვიდა ახალი ბიუჯეტი, იზრდება ხარჯები და ნულია საგადასახადო ტვირთის შემცირება”, – განცხადა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი