შემდეგ მოდიან დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია 57-პროცენტიანი რეიტინგით. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 56 პროცენტს მოსწონს. მოწონების ყველაზე ნაკლები პროცენტი გუბაზ სანიკიძემ დაიმსახურა, თუმცა კვლევაში განმარტებული არ არის, თუ რატომ შეარჩია IRI-მ მხოლოდ ქვემოთ მოყვანილ ცხრილზე მოცემული პოლიტიკოსები:

კვლევის საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა ამა წლის თებერვალში. სულ კვლევის ფარგლებში 1500 ადამიანი გამოკითხეს ქვეყნის მასშტაბით. ცდომილების ზღვარი 2,5 პროცენტია.




