09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.
10:00 საათზე მასწავლებელთა ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება სპეციალურ ფორუმი გაიმართება. მის: ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედანი 4
10:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
10:30-ზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, გამოძიების მიმდინარეობა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
11:00-ზე არასამთავრობო ორგანიზაციის – „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რას ხმარდება ინოვაციების და განვითარების ფონდის მოთხოვნილი ფულადი შემოწირულობები.
11 საათზე გაიმართება შეხვედრა რეგიონის გუბერნატორსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან პროგრამა ” დანერგე მომავალი” პრეზენტაციის თაობაზე .სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია და სააგენტოს წევრები დამსწრეთ გააცნობენ პროგრამის არსს და უპასუხებენ შემოსულ კითხვებს.
11:20 საათზე სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები მინდია ჯანელიძე, იშმეთ ილმაზი და გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
11:30-ზე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მიერ გაფორმებული ხელშეკრულება; ნატოს საწვრთნელი ბაზის მშენებლობა; „კაბელების საქმე“ და სხვა მიმდინარე საკითხები.
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა მაკარაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: გაზიფიცირების შეჩერება დაბა ურეკში, საეჭვო ტენდერი და საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას.
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსი ნინო წერეთელი, 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგებზე ისაუბრებს.
14:00 საათზე „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ.
15:00 საათზე „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში ნიკოლოზ მაღალდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდება და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავს.
16:00 საათზე „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე ხელვაჩაურის რესურსცენტრის სააქტო დარბაზში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ.
