“პრესსამსახურს მივმართავ, მომავალში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პრესკონფერენციის გამართვის დროს და ყველას მისცეს თანაბრად უფლება და საშუალება, დამისვან შეკითხვა. ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცათ საშუალება კითხვის დასმის. მიიღეთ ეს, როგორც შენიშვნა და მომავალში გამოასწორეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის 26 მარტის პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების ნაწილს, როგორც პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, დროის სიმცირის გამო კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს, მათ შორის იყო ნეტგაზეთი.
პრესკონფერენციის დღესვე ამ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა გაზეთი ასავალ-დასავალი, რომელსაც ასევე არ მიეცა ღარიბაშვილისთვის კითხვის დასმის საშაულება.