ეკლესიის საქმინობა არ მოსწონს გამოკითხულთა 3%-ს, ხოლო ჩამოყალიბებული აზრი ეკლესიის საქმიანობის შესახებ არ აქვს 6%-ს. ეკლესიის შემდეგ ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონთ (87%), სამეულს კი მედია ასრულებს, რომლის საქმიანობაც მოსახლეობის 82%-სთვისაა მისაღები.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი.