მისაო ოკავა გინესის რეკორდების წიგნში 2013 წელს მოხვდა, როგორც მსოფლიოს უხუცესი ადამიანი. მან 117 წლის იუბილე მარტის თვეში იზეიმა. ღონისძიება იაპონიის ნაციონალური ტელევიზიით გადაიცემოდა.

მისაო ოკავა
მისაო ოკავა

 მისაო ოკავამ სამი საუკუნის განმავლოვაში ცხოვრება შეძლო – ამ პერიოდში იაპონიაში 4 იმპერატორი ავიდა ტახტზე, შეიცვალა 6 ბრიტანელი მონარქი და 20 ამერიკის პრეზიდენტი. ის იყო ბოლო იაპონელი ცოცხალი ადამიანი, ვინც 1800-იან წლებში დაიბადა.

 

ოკავას სახელი გინესის კომისიამ უკვე ამოიღო სიიდან. ჯერ უცნობია, ვინ არის მსოფლიოში უხუცესი ადამიანი ამჟამად, თუმცა უხუცესი მამაკაცის პოზიციას კვლავ იაპონელი საკარი მომოი იკავებს. ის 112 წლისაა.

მსოფლიოს ყველა დროის უხუცესი ადამიანი კი ფრანგი ჟოან კალმანი იყო. მან 122 წელი და 164 დღე იცოცხლა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *