ახალი ამბები

მოსამართლემ “კაბელების საქმეზე” სხდომა ნაწილობრივ დახურა

1 აპრილი, 2015 •
მოსამართლემ “კაბელების საქმეზე” სხდომა ნაწილობრივ დახურა

აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რადგანაც, მათი თქმით, მტკიცებულებათა ჩამონათვალში საიდუმლო ინფორმაციაც არის. შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცვლელ ინფორმაციას შეეხება, დახურული იქნება, მათი განხილვის შემდეგ კი სხდომა კვლავ გაიხსნება.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი