“ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს რეაგირების თხოვნით ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისადმი. დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ნიშანდობლივია ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების მაღალი მაჩვენებლები”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
2014 წლის ანგარიშის ძირითადი მიმართულებები სახალხო დამცველმა დღეს ჟურნალისტებს გააცნო.
