გორში, 20 წლის პირი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყება ამბობს, რომ გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლია.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.