ახალი ამბები

“კაბელების საქმეზე” დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს

1 აპრილი, 2015 •
“კაბელების საქმეზე” დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს

“დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობას”- განაცხადა ადვოკატმა გიორგი სამუშიამ.

 

სასამართლო სხდომას ესწრებიან პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები, მათ შორის- ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

 

“სასამართლო განხილვებში ეს საქმე რომ დასრულდება ისე, რომ სრულად გაამართლებენ ხუთ უდანაშაულო ადამიანს, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა თავიდან და არც დღეს არ მეპარება. დღეს მთავარი საკითხი და გადასაწყვეტი თემა არის ის, რომ ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებს  სასამართლო. ეს არის მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს 5 ადამიანი წინასწარ პატიმრობაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, როდესაც ის საექსპერტო დასკვნაც კი, რომელიც პროკურატურას საფუძვლად ჰქონდა მათი დაკავების, თვითონ უარყო და ახალი ექსპერტიზა დანიშნა”,- განაცხადა ალასანიამ.

 

საქმეს მოსამართლე დავით ჯუღელი განიხილავს. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი