ახალი ამბები

60 შეკვრა “მეტადონის“ ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13 ოქტომბერი, 2019 • 1090
60 შეკვრა “მეტადონის“ ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ პირ თან 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მედატონი“ ჰქონდა, რომელიც ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი