ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის საიტი შეფერხებით მუშაობს

1 აპრილი, 2015 •
შემოსავლების სამსახურის საიტი შეფერხებით მუშაობს

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, საიტის გათიშვის შესახებ ინფორმაცია აქვთ, ხოლო ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ის გამოსწორდება.

 

დღეიდან, 1 აპრილიდან შემოსავლების სამსახური იწყებს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას  დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში. თუ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული გაქვთ შემოსავალი 1800-დან 6000 ლარის ჩათვლით, მოცემულ შემთხვევაში, უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ თქვენი შემოსავალი 1800 ლარამდე იყო, მაშინ დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

 

გარდა შემოსავლების სამსახურისა, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკთაგან ნებისმიერს, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში, ან გახსნის პირად ანგარიშს: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში თქვენ დაგეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი