ნახევარფინალში საქართველომ იტალიის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 6-6 დასრულდა და ქართველმა მორაგბეებმა შუთ-აუთში გაიმარჯვეს. შუთ-აუთი 5-5 ჯარიმის შესრულებას ნიშნავს. ესეც ფრედ 4-4 დასრულდა, რის შემდეგაც მორაგბეები ჯარიმებს პირველ აცილებამდე ურტყამდნენ და პირველი სწორედ იტალიელმა სპორტსმენმა ააცილა.
მოვიგეეეეეთთთთთთთთთ… იტალიელმა ააცილა და საბოლოოდ შუთაუთით 5:4 გავიმარჯვეთ #საქართველო 5:4 #იტალიაძირითადი დრო დასრუ…
Posted by საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) on Tuesday, March 31, 2015
ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ნახერვარფინალში ინგლისი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში მიმდინარეობს. ფინალი 4 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ:
ხაზი
15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დათო მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე
შერკინება
1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე
მარქაფა
16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელიაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. სანდრო სვანიძე