ახალი ამბები

„იესოს ფეხსაცმელი“, რომლითაც „წყალზე გაივლიან“, 4000 დოლარად იყიდება

12 ოქტომბერი, 2019 •
„იესოს ფეხსაცმელი“, რომლითაც „წყალზე გაივლიან“, 4000 დოლარად იყიდება

„იესოს ფეხსაცმლის“ ერთი წყვილი 4000 დოლარად იყიდება, ხოლო მის მფლობელს შეეძლება პირდაპირი მნიშვნელობით წყალზე იაროს. ფეხსაცმელი შექმნა კომპანია „MSCHF“-მა. მათვე დაამატეს ფეხსაცმლის ძირში ნაკურთხი წყალი.

თავდაპირველად, კომპანიამ საბაზრო ფასში შეიძინა ჩვეულებრივი ფეხსაცმელი Nike Air Max 97. ამას „CBS News“-ს კომპანიის კომერციული დირექტორი დენიელ გრინბერგი უდასტურებს.

ჩვეულებრივი ასეთი ფეხსაცმელი დაახლოებით 160 დოლარი ღირს, მაგრამ, „MSCHF“-მ ყველაფერი შეცვალა: ასე, თასმებზე დაგხვდებათ ბრელოკი, რომელზეც გამოსახულია ჯვარზე გაკრული ოქროს იესო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები „CBS News“-თან ყვებიან, წყალი, რომელიც ფეხსაცმლის ძირშია, მდინარე იორდანიდანაა, ხოლო მისი კურთხევა ბრუკლინელმა მღვდელმა ითავა.

„იესოს ფეხსცმელი“ ხუთშაბათს, 1425 დოლარად ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ახალმა მეპატრონემ შენაძენის გაყიდვა უკვე 4000 დოლარად გადაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი