ახალი ამბები

პრემიერი: “კათარზისის” შენობა არ გასხვისდება

31 მარტი, 2015 •
პრემიერი: “კათარზისის” შენობა არ გასხვისდება

“პრემიერ-მინისტრი სათნოების სახლ “კათარზისის” ხელმძღვანელობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნული შენობის საკუთრებაში გადაცემას ეხება, შესაბამის სტრუქტურებს დავალებას აძლევს. შენობა, რომელშიც ამჟამად სათნოების სახლი მდებარეობს, არ გასხვისდება. საკითხის გარკვევა დაევალა ეკონომიკის მინისტრსა და დედაქალაქის მერს. აღნიშნული შენობა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ის არ არის გასასხვისებელი ობიექტების ნუსხაში და, შესაბამისად, მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი