როგორც აზერბაიჯანული გამოცემა contact.az წერს, გოგია 24 საათზე მეტია ბაქოს აეროპორტში ჰყავთ დაკავებული. HR Watch-ის წარმომადგენლის, რეიჩელ დენბერის განმარტებით, ის თბილისიდან ბაქოში 30, მარტს 1:30-ში ჩაფრინდა, სადაც გეგმავდა დაკავებულ რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესებზე დასწრებას.
მისივე თქმით, გოგია მესაზღვრემ დააკავა, მისი პასპორტი წაიღო და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
Human Rights Watch’s @Giorgi_Gogia detained at Baku airport. Worrying http://t.co/E65RqEMDjy …
— Thomas de Waal (@TomdeWaalCEIP) March 31, 2015
AZERBAIJAN: G. Gogia of HR Watch detained at Baku Airport when coming for legitimate human rights work. Sad sign of worsening clamp down.
— Thomas Hammarberg (@TomHammarberg) March 31, 2015