“შარშან პარლამენტმა გაიზიარა ჩემი ხედვა და ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა – მთავრობასთან ერთად მასში ახლა პარლამენტიცაა სათანადოდ წარმოდგენილი. ამდენად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სახით პრეზიდენტთან ჩამოყალიბდა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შემმუშავებელი ინსტიტუტი. სამწუხაროა, რომ ამ კონსტიტუციური ორგანოს სისტემატური მუშაობა ხელოვნური ხასიათის დაბრკოლებებს აწყდება. ეს ამცირებს შესაბამის სფეროში სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის  ხარისხს და გაუგებრობას იწვევს ჩვენს პარტნიორებში.

 

დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია, პარლამენტთაშორის კავშირებს და თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებს შეუძლია ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება; იგივე შეიძლება ითქვას ნატოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვესაჭიროება მეტი თანამშრომლობა იმ ქვეყნების  ხელისუფლებებთან, რომლებიც ეჭვებს გამოთქვამენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ყველა პოლიტიკური ძალა აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს, რომ საპარლამენტო ასამბლეების ტრიბუნები მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას და საქართველოს თემატიკის აქტიურად განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

იგი ასევე შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს როლსაც. 


“მას კანონმდებლობით ევალება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. ამ ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიაობის  განხორციელებას  ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ ფუნქციათა დუბლირება ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებში.

 

მაგალითად: ახლად შექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი ზუსტად არ არის  განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ასევე აუცილებელია მის  ქმედებათა  სრული ინტეგრაცია  ერთიან საგარეო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *