ახალი ამბები

პრეზიდენტი: ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ

31 მარტი, 2015 •
პრეზიდენტი: ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ

პრეზიდენტის თქმით, ბიზნესის ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც, მარგველაშვილის განმარტებით, საქმიანი  ინიციატივების განხორციელება დროში იწელება, ფერხდება ინვესტორთა მოზიდვა.

 

“მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა მეტი ჩართულობა და საზოგადოების სათანადო ინფორმირება.  საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებასა თუ კანონად ქცევამდე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-გარემოსთან, ინვესტიციებთან, ტურიზმთან. ამასთან, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ენერგიული განხორციელება.” 

  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი