ახალი ამბები

პრეზიდენტი: შესაძლოა, სხვა ევროპულ ერებზე მეტიც გვიბრძოლია ამ ღირებულებებისათვის

31 მარტი, 2015 •
პრეზიდენტი: შესაძლოა, სხვა ევროპულ ერებზე მეტიც გვიბრძოლია ამ ღირებულებებისათვის

მისივე თქმით, “ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ – არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში მის ღირებულებათა დამცველი და მისი ქმნადობის აქტიური მონაწილეც”.


“შესაძლოა სხვა ევროპულ ერებზე მეტიც გვიბრძოლია ამ ღირებულებებისათვის – ჩვენ ხომ ისტორიული კატაკლიზმების თუ გეოგრაფიული სიშორის გამო, ხშირად მოკავშირეების გარეშე, მარტოს გვიწევდა ამ ფასეულობათა დაცვა.

 

და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის: ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ეს ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი – დიადი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი, და მაშასადამე – ევროპელი მოქალაქე.

 

ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა, როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპას და დასავლეთს სჭირდება განვითარებული, დემოკრატიული საქართველო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი