ახალი ამბები

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს გადაეცა

11 ოქტომბერი, 2019 • 1380
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს გადაეცა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედს გადაეცა.

“ბიბისის” ინფორმაციით, აბი აჰმედმა პრიზი “მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევაში” გაწეული წვლილისთვის მიიღო. გასულ წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც ერიტრეასთან 20-წლიანი სასაზღვრო კონფლიქტი დაასრულა.

პრესტიჟულ ჯილდოზე 301 კანდიდატი იყო ნომინირებული, მათ შორის, 223 ადამიანი და 78 ორგანიზაცია. ნობელის პრიზზე მშვიდობის დარგში წარდგენილნი იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი