“მიეგებეთ ჩვენს ახალშობილს, მარტში დაბადებულ ქალბატონ მარტას! ამ პაწკუნტელა ჰამადრილს დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. ვოლიერში ვერ დავტოვებდით, რადგან იქ ბევრი ზრდასრული მამრი ცხოვრობს და პატარას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. აღარ გავრისკეთ და ვოლიერიდან გამოვიყვანეთ. ახლა გულიკო ძიძა ზრდის, აჭმევს ყოველ საათში ერთხელ, უცვლის პამპერსებს და თოჯინასავით გახვეულს გულში ჩაკრულს დაატარებს, რომ არ შესცივდეს და დედობრივი სითბო არ მოაკლდეს ცუნცულიკას”, – წერია ზოოპარკის ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდზე. 


ფოტო: თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია
ფოტო: თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *