მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა.
საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი წევრები არიან:
- ოქტაი ქაზუმოვი – ფილოლოგი;
- ქეთევან ჟვანია – პიროვნული განვითარების ტრენერი;
- ანდრო ბიბილეიშვილი – ბიზნესმენი;
- ნიკოლოზ კიკვიძე – ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
- ეთერ გაიაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი;
- თემურ არაბიძე – ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი;
- ირაკლი აფაქიძე – მსახიობი;
- ნინო მგალობლიშვილი – კულტურის კვლევების დოქტორი;
- ნუკრი საჯაია – ბიზნესის მართვის სპეციალისტი;
- რამაზ ბლუაშვილი – ფონდ “ნოვას” დამფუძნებელი;
- ნინო ყამბეგაშვილი – პიანისტი, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი;
- ირაკლი ქადეიშვილი – მხატვარ-აქრიტექტორი.
მამუკა ხაზარაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი წევრების წარდგენის პროცესი გაგრძელდება ჯერ თბილისში, შემდეგ კი- რეგიონებში.