ახალი ამბებირეკლამა

შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში 72 გრამი მეტადონი ამოიღეს

11 ოქტომბერი, 2019 • 1033
შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში 72 გრამი მეტადონი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – ,,მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი