ახალი ამბები

სამინისტრო: ინსულინ “ლანტუსს” პაციენტები სამთვიანი მარაგის ნაცვლად 1 თვისას იღებენ

31 მარტი, 2015 •
სამინისტრო: ინსულინ “ლანტუსს” პაციენტები სამთვიანი მარაგის ნაცვლად 1 თვისას იღებენ

“ინსულინის ერთ-ერთი სახეობა „ლანტუსი“ შეუფერხებლად გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ სააფთიაქო ქსელში „მედფარმა“. ერთადერთი ცვლილება, რომელიც კვირის ბოლომდე, ანუ მედიკამეტის ახალი პარტიის შემოსვლამდე იმოქმედებს, ის არის, რომ ნაცვლად 3 თვის მარაგისა, ბენეფიციარები პრეპარატის 1 თვის მარაგს მიიღებენ. ცვლილება გამოწვეული იმ მიზეზით, რომ სამინისტრომ გააფართოვა პრეპარატის მიმღებთა წრე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

ოფიციალური ცნობითვე, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ინსულინები, მათ შორის ამ პრეპარატის ანალოგები, როგორც ბავშვთა, ასევე 18 წელზე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის.

 

“ბავშვთა ასაკისათვის შესყიდულია როგორც ფლაკონები, ასევე კარტრიჯები (ინსულინის ანალოგები), მათთან თავსებადი ინსულინის შპრიც-კალმები და ნემსები. აქედან გამომდინარე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის პროგრამულად გათვალისწინებული არ არის შპრიც-კალმების შესყიდვა, სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს ამ ასაკისათვის კალმების განსაზღვრული რაოდენობით შემოტანას (საჩუქრად).”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი