10:30 “ქორთიარდ მარიოტში” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი “მმართველობა განვითარებისთვის” და საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება ქალთა კონფერენცია, სახელწოდებით “ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში”.
10.45 “დელტაში” გაიმართება სოციალური პასუხისმგებლობის აქცია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად მზრუნველობამოკლებული ორი ბავშვი, მათთვის 18 წლის ასაკის შესრულებისთანავე “დელტაში” დასაქმდება.
11:00 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები მიგრაციის მართვის სფეროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობას და კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების გამოცდილებას გაეცნობიან.
მის: სანაპიროს ქ. #2 (იუსტიციის სახლი, მე–3 სართული)
11:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლები ნიკა მემანიშვილი და ალექსანდრე კობაიძე, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ნუგზარ ბოჭორიშვილის ოჯახის წევრების შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში მოძრაობა “სოლიდარობის” ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე და დაზარალებულები ბრიფინგს გამართავს.
თემა: საქალაქო სასამართლოში ადვოკატს მანდატურის სამსახურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
11:30 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” სააგენტო “პირველის” პრესკლუბში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2011-2015 წლებში 34 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გახარჯული თანხების შესახებ მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში იურისტი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: შეკვეთილი მკვლელობები და დაუსჯელობის სინდრომი?! პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში.
12:00 თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომათა დარბაზში გაიმართება მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ანგარიშის მოსმენა.
12:00 წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლაში ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის გახსნითი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოს პროექტების განყოფილების უფროსი, კაიდო სირელი და მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი დაესწრებიან.
მის: მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი, დევნილთა დასახლება, #3 საჯარო სკოლა.
ჟურნალისტებს მოემსახურებათ მიკროავტობუსი – მის: ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლთან). გასვლის დრო – 10:45.
12:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საკრებულოს დეპუტატი, გენერალი კობა კობალაძე ბრიფინგს გამართავს.
12:30 “პირველ პრესკლუბში” “ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა სოლიდარობის” ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე და დაზრალებული ალექსანდრე ზუბიაშვილი, მანდატურების მიერ საქალაქო სასამართლოში ადვოკატის მიმართ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
13:00 “თიბისი გალერეაში” შავი ზღვის ჯაზფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ცნობილი გახდება წლევანდელი, შავი ზღვის რიგით IX ჯაზფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობა.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, “თიბისი ბანკი”, IV სართული
13:00 სპორტულ კომპლექსში “არენა” გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც დაინტერესებულ მხარეებს დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის მიმდინარეობის შესახებ.
მის: უნივერსიტეტის ქ. #2
14:00 “მულტიკლიმატიზატორის” გამოგონების ავტორებს, მე-10 კლასის მოსწავლეებს ახალციხიდან, ირაკლი კაპანაძეს და კარლო ხუციშვილს საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე შეხვდება.
მის: “საქპატენტი” 3300 მცხეთა, ანტიოქიის ქ. №5
14:00 საკრებულოს სხდომის დრბაზში გაიმართება მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ანგარიშის მოსმენა; შ.პ.ს. ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, შ.პ.ს. ,,მიკროავტობუსების კომპანია”
14:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (შDშU) საქართველოს დეკანი კენ უოლში ბათუმის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორებთან და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
მის.: ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35 (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
16:00 საკრებულოს სხდომის დარბაზში თბილისის განვითარების ფონდი ანგარიშის მოსმენა გაიმართება.
17:00 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში აზერბაიჯანულენოვან ბავშვებს თოჯინების თეატრის წარმოდგენაზე უმასპინძლებს.
18:00 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში, ქართველი თანამედროვე მხატვრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, “თანამედროვე ქართველი მხატვრები – მსახიობის სიცოცხლისთვის” გაიმართება.
18:00 თბილისის საკრებულოს სხდომის დარბაზში მერიის – ს.ს.ი.პ. ,,თბილისის არქიტექტურის სამსახური” ანგარიშის მოსმენა გაიმართება.