ახალი ამბები

აპატურაი: მოკავშირეებს ჯერ არ დაუწყიათ დისკუსია, თუ რა შეიძლება მოხდეს ვარშავის სამიტზე

30 მარტი, 2015 •
აპატურაი: მოკავშირეებს ჯერ არ დაუწყიათ დისკუსია, თუ რა შეიძლება მოხდეს ვარშავის სამიტზე

“დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ მადლობას გადავუხდით საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ასევე ვიცი, რომ შევაფასებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და ვნახავთ სად შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი წინსვლა. ამის მეტი – განსაკუთრებით წევრობის საკითხზე – მოკავშირეებს არ დაუწყიათ დისკუსია, თუ რა შეიძლება მოხდეს ვარშავის სამიტზე”, – განაცხადა აპატურაიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი