ახალი ამბები

პრეზიდენტი მარგველაშვილი ბათუმში სამგზავრო მატარებლით

30 მარტი, 2015 •
პრეზიდენტი მარგველაშვილი ბათუმში სამგზავრო მატარებლით

“ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლის მიერ ფიცის დადების ცერემონიალზე დასასწრებად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში ჩვეულებრივი სამგზავრო მატარებლით ჩავიდა. ჩქაროსნული მატარებელი, რომლითაც გიორგი მარგველაშვილმა იმგზავრა, ტრადიციულად 8:45 საათზე გამოვიდა თბილისიდან.

 

მოსამართლე მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ 20 მარტს აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მერაბ ტურავა, კანონის შესაბამისად, ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

გიორგი მარგველაშვილი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გიორგი მარგველაშვილი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2013 წლის სექტემბერში მოსამართლე ვახტანგ გვარამიას ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აქამდეც უნდა აერჩია საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო ეს 2015 წლამდე ვერ მოახერხა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის ვადით აირჩევა.

 

მოსამართლის მიერ ფიცის დადების ცერემონიალში მონაწილეობის შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, ბათუმში დარჩება. 31 მარტს კი პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგება მოხსენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი