ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის რკინიგზა თბილისისა და მოსკოვის მიმართულებებით ბილეთებს აიაფებს

29 მარტი, 2015 •
აზერბაიჯანის რკინიგზა თბილისისა და მოსკოვის მიმართულებებით ბილეთებს აიაფებს

როგორც კომპანიის დღევანდელი, 29 მარტის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებთან ფასის გაიაფებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 


შესაბამისად, უწყების ცნობით, ბაქო-მოსკოვი-ბაქოსა და ბაქო-ხარკოვი-ბაქოს მიმართულებებით მატარებლის ბილეთებზე ფასი 35%-ით 30 მარტიდან შემცირდება, ხოლო ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით – 5 აპრილიდან. 


ამჟამად თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლით მგზავრობის მაქსიმალური ფასი 140 ლარამდეა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი