ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუს ჯარისკაცს, რომელიც გიუმრის ფაქტშია ბრალდებული, სომხეთში გაასამართლებენ

29 მარტი, 2015 •
რუს ჯარისკაცს, რომელიც გიუმრის ფაქტშია ბრალდებული, სომხეთში გაასამართლებენ

ამის შესახებ 28 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და სომხეთის ეროვნული კრების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხებში კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ლებედევმა განაცხადა. 

 

“რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოძიება სომხეთში მიმდინარეობდეს. სომხეთის მოქალაქეების სურვილით, სასამართლოც სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარდება”, – განაცხადა ლებედევმა. 

 

12 იანვარს, ღამით, ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის სერჟ ავეტისიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერევანში 19 იანვარს გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია, რომელმაც სომხეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, მკვლელობა აღიარა. ბრალდებული დაპატიმრებულია და გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება.

 

პერმიაკოვის სომხეთის მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით 13 იანვრიდან ერევანში, გიუმრიში და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და გამოსვლები ეწყობოდა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  
  



მასალების გადაბეჭდვის წესი