კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში გერმანიის საელჩოში ვიზის მიღების მიზნით ყალბი ცნობები წარადგინეს.
“თითქოს ისინი არიან სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით, რომელიც თვეში დაახლოებით 900 ლარიდან 1300 ლარამდე შეადგენს. სამართალდამცველებმა ყალბი ცნობები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).