ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნული კომისია IDFI-ის რეკომენდაციებს იზიარებს

27 მარტი, 2015 •
კომუნიკაციების ეროვნული კომისია IDFI-ის რეკომენდაციებს იზიარებს

კომისია ამ საითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

“კომისიის შემადგენლობის განახლების შემდეგ კომისიის აპარატში შტატგარეშე თანამშრომელთა მიღების პრაქტიკა მინიმუმამდე არის დაყვანილი, საქართველოს „შრომის კოდექსის“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმდა მხოლოდ რამდენიმე  ხელშეკრულება კონკრეტული ამოცანების შესრულების მიზნით.

კომისია იზიარებს IDFI-ს რეკომენდაციებს, კერძოდ:

• უნდა დაიხვეწოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების და გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმები;
• განვითარდეს ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების იმპლემენტაციის მექანიზმი;
• დაიხვეწოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის თანამშრომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმები.

• კომისიის აპარატის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში როგორც საშტატო, ისე არასაშტატოკადრების მიღება მოხდეს გამჭვირვალე პროცესით;
• საჯაროდ გამოცხადდეს ვაკანსიები, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი სამუშაოს აღწერა; 
• კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას და ამა თუ იმ პოზიციაზე მაღალპროფესიონალი კადრების შერჩევას.

 

უფრო მეტიც, პუბლიკაციაში ხსენებულ ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე თავად იყო აღნიშნული რეკომენდაციების ინიციატორი.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კომისიის აპარატის სტრუქტურული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის უზრუნველსაყოფად. მზადდება და უახლოეს მომავალაში დამტკიცდება ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი  წარიმართება საჯაროდ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან (GNCC) მიღებული ინფორმაცია გაავრცელელა, რომლის თანახმადაც, აპარატში  51 ახალი თანამშრომელი მიიღეს და მათგან  რამდენიმე პარლამენტის წევრების ნათესავია. ისინი სწორედ იმ პარლამენტართა ნათესავები არიან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები იყვნენ, რომელიც GNCC საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი