ახალი ამბები

რა მარშრუტებზე იმოძრავებენ ISUZU-ს ახალი ავტობუსები

9 ოქტომბერი, 2019 •
რა მარშრუტებზე იმოძრავებენ ISUZU-ს ახალი ავტობუსები

თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე 60 ავტობუსი შემოვიდა. მერიის ინფორმაციით, სულ ნაყიდია 220 ავტობუსი, რომელთა შემოყვანა ეტაპობრივად, წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. 21-ადგილიანი ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი.

დღესვე ცნობილი გახდა ის მარშრუტები, რომლებზეც 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება:

  • N34 წყნეთი – სადგურის მოედნის
  • N28 სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი
  • N56 ორხევი – მეტროსადგური „ისანი“
  • N66 სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე)
  • N78 სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა)
  • N108 სოფელი გლდანი – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“

თბილისის მერიის ცნობითვე, ქალაქის ბიუჯეტს 220 ავტობუსის შეძენა 64 790 000 ლარი უჯდება.

“იცით, რომ ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს თბილისს ემსახურება, არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას და ამავე დროს, ამ ავტობუსებით გადაადგილება დისკომფორტია. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსების პარკი”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძის გარდა, ახალი ავტობუსების პრეზენტაციას თბილისის ვიცემერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი