ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ბანანის ერთადერთ იმპორტიორს ბანანის ფასის აწევაში ადანაშაულებენ

27 მარტი, 2015 • • 1033
სომხეთში ბანანის ერთადერთ იმპორტიორს ბანანის ფასის აწევაში ადანაშაულებენ

დეპუტატის თქმით, “მთელ ევროპაში 1 კგ. ბანანის ფასი 500-600 დრამის ღირებულებას არ ცდება, მაქსიმუმ 700 დრამი [1.48 აშშ დოლარი]. თუმცა სომხეთში სასამართლო აქტების იძულებითი აღსრულების სამსახურის უფროსმა, მიგრან პოგოსიანმა, პრეზიდენტის “თანხმობით” ბანანის ბაზარი საკუთარ ხელში აიღო და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისია. აი, ამიტომაც სომხეთში ბანანი 700 დრამზე მეტი ღირს”. 

 

სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს სომხეთმა 12.058 ტონა ბანანის იმპორტი განახორცილა. რამდენადაც ექსპორტი არ არის დაფიქსირებული, მთელი ეს რაოდენობა სომხეთშივე მოიხმარეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი