ახალი ამბები

ინგა გრიგოლია: მე დღეს ჩემი გადაცემა მაქვს და სხვაგან რატომ გავაკეთებ კომენტარს?!

27 მარტი, 2015 •
ინგა გრიგოლია: მე დღეს ჩემი გადაცემა მაქვს და სხვაგან რატომ გავაკეთებ კომენტარს?!

“ვიცი, რა შეკითხვაც გაქვთ, მაგრამ მე დღეს ჩემი გადაცემა მაქვს და სხვაგან რატომ გავაკეთებ კომენტარს?!”,- ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ დღეს, 27 მარტს განაცხადა, რომ ინგა გრილგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.

 

გია ვოლსკი აცხადებს, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მით უმეტეს, რომელიმე არხის თემის შერჩევაში.

 

საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა „კატეგორიულ მოთხოვნებს“, ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, აცხადებს პარლამენტარი.

 

21 მარტს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ  “რეაქციის” ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ჩაერია გადაცემა „რეაქციის“ ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. გრიგოლიამ ასევე გაიხსენა, რომ 2006 წელს ნაციონალური მოძრაობამ გამოუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ბოიკოტი.

 

გია ვოლსკის მიაჩნია, უმრავლესობას ჰქონდა უფლება ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი