კომუნიკაციების კომისიის ცნობით, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ პირველი არხზე განთავსებულია გადაცემა „ეტალონი“, რომლიც ყოველ შაბათს, 19:00 საათზე გადის ეთერში. 2015 წლის 14 და 21 თებერვალს გადაცემის მსვლელობისას განთავსებული იყო სასპონსორო ბლოკი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ შემთხვევაში, პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და მეორე შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
კომისიის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები.
საკითხის საჯარო განხილვის შემდეგ, კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ გაფრთხილების თობაზე 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება.