ახალი ამბები

პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27 მარტი, 2015 •
პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

“მოხსენებაში განხილული იქნება საშინაო თუ საგარეო საკითხებთან დაკავშირებული ის უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიცაა საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკას პრობლემებთან  დაკავშირებული თემები, ასევე თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური საკითხები. სხვადასხვა ინსტიტუციური  რეფორმის თუ სხვა საკითხები. მინდა გითხრათ, რომ მოხსენებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები გავლილია და ეს ურთიერთობა ჩვენ გვქონდა შესაბამისი პროფესიული წრეების, სამოქალაქო სექტორის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან”, – თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩილაძემ.

მისივე თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრება პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე ინსტიტუციების მიმართ გამოვლენილი პატივისცემა იქნება. კვერენჩილაძემ ასევე განმარტა, რომ ახალ კონსტიტუციურ მოდელს არავითარი კავშირი არ აქვს, დაესწრება თუ არა მთავრობა პრეზიდენტის მოხსენებას.

“პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად იქნება ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება. მე ვთვლი, რომ კონსტიტუციურ მოდელს არანაირი კავშირი არ აქვს დასწრება-არდასწრებასთან. იყო საუბრები, რომ რეგლამენტით პარლამენტს არანაირი ვალდებულება არ აქვს მოიწვიოს [მთავრობა].  რა თქმა უნდა, ასეთი საკითხები არც არასდროს ყოფილა ამ 20 წლის მანძილზე, რაც საქართველოს კონსტიტუცია არსებობს, კონსტიტუციურ თუ სხვა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული. უბრალოდ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც არსებობდა სახელმწიფოში, რომელიც ახალ კონსტიტუციურ მოდელშიც უნდა გაგრძელდეს”,-თქვა მან.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიაბაშვილი კი ამბობს, რომ პრეზიდენტის მოსასმენად არ არის აუცილებელი პარლამენტის შენობაში იყოს და შესაძლოა მას ტელევიზიით მოუსმინოს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში 31 მარტს შედგება.

შეხვედრა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებიტ  ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
შეხვედრა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებიტ ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი