ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გადადგა

8 ოქტომბერი, 2019 •
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გადადგა

დღეს, 8 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ მამედოვი თანამდებობიდან გადადგა.

72 წლის ნოვრუზ მამედოვი აზერბაიჯანის პრემიერის პოსტს 2018 წლის აპრილიდან იკავებდა.

მისი გადადგომის მიზეზი უცნობია, თუმცა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უკვე დანიშნა ეკონომიკის საკითხებში მისივე თანაშემწე ალი ასადოვი.

ნოვრუზ მამედოვი; ფოტო: meydan.tv

 

მასალების გადაბეჭდვის წესი