როგორც ხაჯიმბამ თქვა, მიმდინარე წელს ყველა მიზეზი არსებობს იმისა, რომ ტურისტების ნაკადი საგრძნობლად გაიზარდოს.
“გულრიფშის რაონში ცხრა სანატორიუმია, თუმცა არც ერთი მათგანი არ ფუნქციონირებს. რაიონისთვის პერსპექტიულია საკურორტო და ბალნეოლოგიური მიმართულებები”, ამბობს ხაჯიმბა.
ამასთან, მან კოდორის ხეობაზეც ისაუბრა.
“პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომელიც ნაკრძალებთან და დაცულ ზონებთან დაკავშირებით საკითხებს არეგულირებს. ვფიქრობ, კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო არსებითად შევხედოთ სტატუსის განსაზღვრას და კოდორის ხეობის ტერიტორიის რეჟიმს”.
მისი თქმით, კოდორის ხეობა მომავალში აფხაზეთის პოპულარული ტურისტული მარგალიტი უნდა გახდეს.
| |||